(video) თამარ კორძაია: ჩვენ უკვე აღარ ვიცით, რომელია არაფორმალური თუ ფორმალური შემსრულებელი

“დავალებების შემსრულებლების ქვეყანაში ვცხოვრობთ,” – ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ, გააკეთა.

გადაცემა არჩევანში კორძაია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცახალაძესა და ლაშა თორდიას შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე არის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილი დავალებების შემსრულებელი ისევე როგორიც ქართული ოცნების ყველა წევრი.

„არაფორმალური ლიდერი იძლევა დავალებებს და მას ძალიან ბერი შემსრულებელი ჰყავს, ფორმალური და არაფორმალური სტატუსებით. რეალობა ასეთია და ჩვენ უკვე აღარ ვიცით, რომელია არაფორმალური თუ ფორმალური შემსრულებელი, როგორ ხასიათზე მყოფ ლიდერს ელაპარაკება და როგორი გადაწყვეტილებები მიიღება ამ დროს,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კორძაიას განცხადებით, ეს ძალიან ნათელი ფაქტი იყო მაშინაც კი, როდესაც ის იყო პარლამენტში და ბიძინა ივანიშვილი აღარ იყო პრემიერმინისტრი, მაგრამ მას ჰქონდა გავლენა მაშინდელ პოლიტიკურ გუნდზე.

მისი თქმით, ქართულ ოცნებაში ყველა დავალების შემსრულებელი იყო, იმიტომ, რომ მათ თავად სურდათ ყოფილიყვნენ დავალების შემსრულებლები გარკვეული ბენეფიტების სანაცვლოდ.

კორძაია ოთარ ფარცხალაძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებსაც ეხმაურება, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორი მისი დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. კორძაია ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

„აუდიტის სამსახურის უფროსი არის ნაცემი, მას აქვს სამედიცინო დასკვნა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. როგორ შეიძლება ჩვენ დღეები ველოდოთ, როდის გაიღვიძებს პროკურატურა და როდის გვეტყვის, რა ხდება. შს სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას და ამბობს, რომ მოიპოვებს მასალებს. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ასეთი განცხადებები. ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი დაგროვდა, რომელიც არ არის გამოძიებული, რომელსაც არ აქვს თავის სახელი დარქმეული. ერთი ადამიანი აჩერებს საგამოძიებო პროცესს, პროკურატურა ხმის ამოღებას ვერ ბედავს და უფრო მეტიც პარლამენტიც ვერ იღებს ხმას,” – ამბობს კორძაია.

https://youtu.be/H0SpTah44-k

banner
წინა სტატიაში(video) მურთაზ ზოდელავა:ეს არ არის ფარცხალაძის გავლენა, ეს არის ივანიშვილის გავლენა
შემდეგი სტატიაპირველად მოხდა საჯარო ფორმალური ხელისუფლების და არაფორმალური ხელისუფლების დაპირისპირება