“ეს ადამიანი უბრალოდ აიღეს და დადეს პარლამენტში”- რურუა ზურაბიშვილზე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა არჩევნების მეორე ტურს აფასებს.
მისი თქმით, ბრძოლის ისეთი უთანასწორო პირობები, რაც საარჩევნოდ იყო შექმნილი, ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის ცუდია.
მისივე შეფასებითმ, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა.
„ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ აიღეს და დადეს პარლამენტში. ამიტომ ამ ყველაფერზე მეცინება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზოგადად ეს სასაცილო არ არის. როცა ასეთი უთანასწორო ბრძოლის პირობები იქმნება, ეს ცუდია დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ცუდია ეკონომიკისთვის, ცუდია დანარჩენი ყველაფრისთვის. ასეთი გარემო, სამთავრობო თამაშის წესები იწვევს ყველაფრის ლპობას, იწვევს ქვეყნის დეგრადაციას“, – განაცხადა რურუამ. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ნიკა რურუამ ამომრჩეველთა ხმების 32,42%, სალომე ზურაბიშვილმა კი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, 67,58% მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე : ინტერესი მაქვს, რომ დასავლური ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის მექანიზმი შევქმნათ
შემდეგი სტატიავარკეთილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება