გიორგი ვაშაძე : ინტერესი მაქვს, რომ დასავლური ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის მექანიზმი შევქმნათ

გულწრფელი ინტერესი მაქვს, რომ დასავლური ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის მექანიზმი შევქმნათ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რამდენიმე პარტიიდან წევრების წასვლას გამოეხმაურა.

„როგორც ჩანს, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგი ძალიან მძიმე აღმოჩნდა ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის, ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელიც. აქედან გამომდინარე, ხდება ბუნებრივი პროცესი, პოლიტიკური განლაგების შეცვლა პოლიტიკურ პარტიებში. განსაკუთრებით დასავლურ ფლანგზე არსებულ პოლიტიკურ პარტიებში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ, უნდა დაღვინდეს სიტუაცია. მე გულწრფელი ინტერესი მაქვს იმის, რომ დასავლური ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის მექანიზმი შევქმნათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ახალი საქართველო“ აქტიურად აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობას.

„ახალი საქართველო“ აქტიურად აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობას. დიდი წარმატებაა, 2 თვის შექმნილი პარტია რომ კვალიფიციური სუბიექტია. ეს გვაძლევს სრულიად სხვა შესაძლებლობას თვითმმართველობის არჩევნებისთვის და შემდგომი არჩევნებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, პარტიაში „სახელმწიფო ხალხისთვის“ რეორგანიზაციაა.

„პარტიაში „სახელმწიფო ხალხისთვის“ რეორგანიზაციაა, ამის შემდეგ გვექნება დასკვნა, თუ რა ფორმატით ვაგრძელებთ. არჩევნების დამთავრება გულისხმობს, რომ ბლოკები მთავრდება. ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ფართო გაერთიანებაა საჭირო პროდასავლურ ფლანგზე“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი ოპოზიცია, რაც პარლამენტშია წარმოდგენილი, ვერ შეძლებს შეაჩეროს ის საკმაოდ დიდი საფრთხე, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო უმრავლესობა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა : “იქნებ ამიხსნათ რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები?”
შემდეგი სტატია“ეს ადამიანი უბრალოდ აიღეს და დადეს პარლამენტში”- რურუა ზურაბიშვილზე