,,ეს ადამიანები, შესაძლოა, ქუჩაში შეგხვდეთ. საშიშნი არიან, მოერიდეთ”

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში იმ პირების ფოტოებს აქვეყნებს რომლებმაც მისი თქმით მასზე ტერაქტი განახორციელეს.

,,ეს ადამიანები, შესაძლოა, ქუჩაში შეგხვდეთ. საშიშნი არიან, მოერიდეთ და თუ მეც გამაგებინებთ, მთლად უკეთესი.
სურათებზე ჩემს მიმართ განხორციელებული ტერაქტის 3 შემსრულებელია:
1. დიმიტრი აბრამიშვილი, ადამიანების გატაცებითა და სასტიკი მკვლელობებით ცნობილი ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი საყრდენი წევრი (რასაც ფოტოზე მოყვანილი შსს ცნობაც მოწმობს), მუხროვანის პირველი ამბოხის მონაწილე. გამოძიებამ მას ბრალიც არ წაუყენა და შესაბამისად, აქვს ქვეყანაში და მის გარეთ გადაადგილების სრული თავისუფლება;

 

 

 


2. ბორის ჩაგუნავა, ედუარდ შევარდნაძის მიმართ განხორციებულ პირველ ტერაქტსა და მუხროვანის პირველ ამბოხში ბრალდებული. მას სახლში უპოვეს ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალის უზარმაზარი არსენალი. სასამართლომ სახლში გაუშვა ექვსწლიანი გამოსაცდელი ვადით;

 

3. დარჩო ხეჩუაშვილი, რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული ამფეთქებლის სპეციალიზაციით, მუხროვანის პირველი ამბოხის მონაწილე, ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ბომბის უშუალო დამმონტაჟებელი და მოქმედებაში მომყვანი.

გამოძიებამ პირველივე დღეს ქვეყნიდან გასულად გამოაცხადა, რის საფუძველზეც ქვეყანაში მისი ძებნა არ განახორციელა, მისცა “ფორა”, დასამალად, შემდგომ ქვეყნიდან გასვლა მტკიცებულებით ვერ დაადასტურა. ამდენად, ძებნილობის და დაუსწრებლად 18 წლიანი სასჯელის მიუხედავად, სავსებით შესაძლებელია იმყოფებოდრს ქვეყანაში. აქვე ფოტოზე ამ გამოძიების ავტორს, ცნობილ პროკურორ ფხაკაძეს წარმოგიდგენთ.
კიდევ ერთხელ – ამ სამეულიდან ვინმეს თუ ამოიცნობთ ქუჩაში, გთხოვთ, გამაგებინეთ”- წერს სოციალურ ქსელში გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაშირკინიგზის გენერალურმა დირექტორმა „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა
შემდეგი სტატიაპოროშენკომ დანიშნა სამი და დაითხოვა ორი ელჩი