რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა

25-26 თებერვალს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სს
„ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც
მმართველობის თავმჯდომარე საუატ მინბაევი ხელმძღვანელობდა. სარკინიგზო
ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო „The Biltmore Hotel“-ში
გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და
მათი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის
მონაწილე კომპანიებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების
აუცილებლობას.
მხარეებმა იმსჯელეს შუა დერეფნის განვითარების გზებზე, ტვირთების მოზიდვის
სტიმულირების საშუალებებზე, მომსახურების გაუმჯობესებასა და აღნიშნული დერეფნის
მარშრუტის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივაზე.

banner
წინა სტატიაშიმეჰრიბან ალიევამ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა
შემდეგი სტატია,,ეს ადამიანები, შესაძლოა, ქუჩაში შეგხვდეთ. საშიშნი არიან, მოერიდეთ”