„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს დაემატა 20 წევრი

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპების დაცვით აქტიურ მუშაობას განაგრძობს.
ჩვენ ვთვლით, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან დაპირისპირებაში თითოეული ჩვენი თანამებრძოლისა და საქართველოს პატრიოტის მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომელთაც საერთო ფასეულობები და იდეალები აერთიანებთ, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტითაა გათვალისწინებული.
როგორც ერთობის დოკუმენტშია აღნიშნული, პარტია ღიაა ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესისთვის, რომლის შედეგადაც ჩვენი ძველი თუ ახალი როგორც პოლიტიკური საბჭოს, ისე სხვა მმართველობითი ორგანოების დონეზე, მეტ პასუხისმგებლობას გადაინაწილებენ.
ბოლო კვირებში, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით, პარტიის მიერ რამდენიმე ათეულ ადამიანთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად პოლიტიკური საბჭოს გაფართოების საკითხი გადაწყდა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრები არიან:
ეკა წამალაშვილი;
გია ჭანტურია;
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი;
გიგი კუბლაშვილი;
სევდია უგრეხელიძე;
ნიკა ჭურაძე;
მაია ჯავახიშვილი;
მერაბ ჯანელიძე;
ალექსანდრე კრევო-ასათიანი;
ვანო პეტრიაშვილი;
ნატალია მჭედლიშვილი;
ბესო ქათამაძე;
მამუკა ყურაშვილი;
იგორ ნარმანია;
ალიკა კუპრავა;
ლევან ფერაძე;
ბაკურ მგელაძე;
თემურ ცამციშვილი;
ნიკა ობოლაძე;
ირაკლი გიორგობიანი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტის სულისკვეთებითა და შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული ერთობის დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში, ძველი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში მყოფი ნებისმიერი წევრისთვის ახალი პოლიტსაბჭოს კარი ღიაა.

banner
წინა სტატიაში„ევროპის უნივერსიტეტმა“ ნიდერლანდებში აღიარება მოიპოვა
შემდეგი სტატიაისრაელის მთავრობის ცნობით, ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, 161 მძევალი რჩება