“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები კოლონით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები კოლონით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან, სადაც მიხეილ
სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვენ. მათ შესაბამისი მოთხოვნით, დაახლოებით, 10 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.

კოლონა სიმბოლურად წალენჯიხიდან სააკაშვილის წარმომადგენელ სოფო ჯაფარიძესთან, წალენჯიხის მერ გია ხარჩილავასა და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრ თემურ ჯანაშიასთან ერთად დაიძრა.

მოგვიანებით მათ ზუგდიდში, ენმ-ს ოფისთან შეკრებილებს მიმართეს, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და ყოფილი
პრეზიდენტუს ფოტოებით თბილისისკენ დაიძრნენ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში მომხდარი ტერაქტი დარტყმაა პუტინისთვის, რომელიც რუსეთს უსაფრთხოებას დაჰპირდა – CNN
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი ქართველ ხალხთან ერთად, რათა დაასრულოს ის სიდუხჭირე, სიღატაკე და ემიგრაცია, რომელიც შეიტანა ბიძინა ივანიშვილმა ყველას ოჯახში – იგორ ნარმანია