მოსკოვში მომხდარი ტერაქტი დარტყმაა პუტინისთვის, რომელიც რუსეთს უსაფრთხოებას დაჰპირდა – CNN

სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, რუსეთი ხოცვა-ჟლეტასა და ქაოსში ჩავარდა. მოსკოვის მახლობლად მდებარე უზარმაზარ საკონცერტო დარბაზზე და სავაჭრო კომპლექს „Crocus City Hall“-ზე მომხდარმა საშინელმა თავდასხმამ, რომელზეც პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო, ასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და დაშავება გამოიწვია, – ამის შესახებ CNN-ის მასალაშია ნათქვამი.

გამოცემა იხსენებს, რომ რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი უკრაინა-რუსეთის საზღვართან დააკავეს. ამავდროულად, პუტინმა თქვა, რომ ისინი აპირებდნენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას – კიევი უარყოფს რაიმე კავშირს თავდასხმასთან და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია ეს საბაბად გამოიყენოს თავისი შემოჭრის ესკალაციისთვის.

„ახალი თავდასხმების შიშის ფონზე, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა რუსეთის მასშტაბით მთავარ სატრანსპორტო ცენტრებში. გადაიდო საჯარო კონცერტები და სპორტული ღონისძიებები“, – წერს მედია.

მედია წერს, რომ მრავალი წლის განმავლობაში პუტინი განიხილებოდა, როგორც ლიდერი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს წესრიგი „ამ უზარმაზარ, მშფოთვარე ქვეყანაში“, მაგრამ დღეს რუსეთი უფრო სახიფათოდ და არასტაბილურად გამოიყურება. ამავე დროს, „ახლა ყურადღება გამახვილებულია რუსეთში ჯიჰადისტების მიერ ფართომასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმების აშკარა გამეორებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული უკრაინის ომთან ან კრემლის შიდა ოპოზიციასთან“.

„მარტის დასაწყისში აშშ-მა და სხვა დასავლურმა მთავრობებმა გააფრთხილეს რუსეთი ასეთი თავდასხმის შესახებ. აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი რუსეთს თვეების განმავლობაში ეუბნებოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მაგრამ რატომღაც, პუტინმა არჩია ფაქტის იგნორირება…. ლიდერისთვის, რომელიც რუსებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას დაჰპირდა, მისთვის ეს თავდასხმა კიდევ ერთი ძლიერი დარტყმაა“, – წერს CNN

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა გააფრთხილა პუტინი, არ გამოიყენოს ტერორისტული თავდასხმა ომის ესკალაციისთვის – The Telegraph
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები კოლონით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან