მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი ქართველ ხალხთან ერთად, რათა დაასრულოს ის სიდუხჭირე, სიღატაკე და ემიგრაცია, რომელიც შეიტანა ბიძინა ივანიშვილმა ყველას ოჯახში – იგორ ნარმანია

„ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. საქართველოს გმირი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი ქართველ ხალხთან ერთად, რათა დაასრულოს ის სიდუხჭირე, სიღატაკე და ემიგრაცია, რომელიც შეიტანა ბიძინა ივანიშვილმა ყველას ოჯახში.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ

იგორ ნარმანიას განცხადებით – „მე მინდა მივესალმო შეუპოვარ, შეუდრეკელ, მებრძოლ და დაუღალავ მეგრელებს, რომლებიც ოდითგანვე იდგნენ ისტორიის სწორ მხარეს, ბოლომდე იდგნენ საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, ბოლომდე დგანან და იბრძვიან მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმის, რომ დღეს არ არის დაღლის დრო, დღეს არ არის არსად წასვლის დრო, დღეს არის ერთიანობის, გამარჯვების დრო, რადგან საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. სალომე ზურაბიშვილმაც კარგად უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, საქართველოს არ ჰყოლია ირაკლი კობახიძის, მურუსიძის, ჩინჩალაძის და რუსული სასამართლოს გასასამართლებელი პრეზიდენტი. ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და საქართველოს გმირი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი ქართველ ხალხთან ერთად, რათა დაასრულოს ის რუსული მმართველობა, სიდუხჭირე, სიღატაკე, რომელიც შეიტანა ბიძინა ივანიშვილმა ყველას ოჯახში. ემიგრანტები, რომლებიც გააქცია საქართველოდან და დღეს ვერ ბრუნდებიან თავის ქვეყანაში და ვერ ხედავენ საკუთარ შვილებს.“ – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები კოლონით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან
შემდეგი სტატია“კროკუს სითი ჰოლზე” შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პატიმრობა შეუფარდეს