“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქართველოს მოქალაქეებს პარტიის გახსნილობასთან დაკავშირებით მიმართავს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი დაპირების ასასრულებლად, კამპანიას „ნაციონალური მოძრაობა – ხალხის პარტია“ იწყებს. ჩვენ ვაღებთ კარს და გიწვევთ პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმაზე სამუშაოდ.

ძვირფასო თანამებრძოლებო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებაში უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის მონაწილეობა. ენმ ერთად კვლავ უნდა ვაქციოთ სახალხო პარტიად, რომელიც იდეისა და პროგრამის გარშემო გააერთიანებს ჩვენს მეტ თანამოქალაქეს ივანიშვილის კოლაბორაციონისტი, მოღალატე ხელისუფლების შესაცვლელად და საქართველოს პროგრესისა და განვითარების გზაზე დასაყენებლად, მოქალაქეების კეთილდღეობის და წარმატების უზურნველსაყოფად.

ჩვენ უნდა ავამოქმედოთ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში თქვენი აქტიური ჩართულობის მრავლაფეროვანი და საინტერესო მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვაწოდოთ იდეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ facebook გვერზე და ელექტრონულ ფოსტაზე (info@unm.ge). დიდი ინტერესით დაველოდებით თქვენს წინადადებებს.

მოვდევნო კვირას, 10 თებერვალს, 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ყველა მსურველს გელით ღიაობის და ჩართულობის პლატფორმის ირგვლივ ღია დისკუსიაზე.

თქვენი იდეები, რჩევები, რეკომენდაციები, კრიტიკული შენიშვნები, ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ ენმ თანაპარტიელებთან, მხარდამჭერებთან და მოსახლეობასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად” -აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაზარალებული მოვაჭრეები ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართებიან
შემდეგი სტატია“უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება”-ნარმანიას განცხადებით, მოვაჭრეებს შენობაში არ შეუშებენ