“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაკეთებულ პროგნოზს აფასებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2016 18:02

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაკეთებულ პროგნოზს აფასებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაკეთებულ პროგნოზს აფასებს, რომლის თანახმადაც საქართველომ შესაძლოა საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს. როგორც პარტიის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, ეს ის მდგომარეობაა, სადამდეც ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მიიყვანა.

„აშშ სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაკეთებული პროგნოზი იმის შესახებ, რომ საქართველომ შეიძლება საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს, ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, სადამდეც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა მიიყვანა.

ივანიშვილის მეცადინეობით ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გაძლიერებას საქართველოში მრავალი გამოვლინება აქვს. მაგალითად, დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ მედია-საშუალებებს ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთავრობა აფინანსებს.

ივანიშვილის ინტერესების მომსახურე მთავრობა თვალსა და ხელს შუა ახორციელებს გაზპრომის გულში ჩაკვრის პოლიტიკას – საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების საზიანოდ.

ამავე დროს, შვეიცარიული პრესა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს საკუთარ წილს კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთ მტავარ იარაღში, „გაზპრპომში.“ საბედნიეროდ, საზოგადოებრივი აზრი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ უმეტესად პროდასავლურია.

სწორედ ამიტომ, ივანიშვილი მკვეთრ მოძრაობებს ვერ აკეთებს და პროდასავლურ პოლიტიკას სიტყვით თითქოსდა აგრძელებს. აშშ-ის მთავრობის ეს ანგარიში აჩვენებს რეალურად საით მიყავს ივანიშვილს საქართველო. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ამ ძალინ საზიანო პოლიტიკას ქართველი ხალხი წლევანდელ არჩევნებზე დაასრულებს.“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2016 18:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,418
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics