ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული ერთი კვირის (21.08-28.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 14 486 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 704 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.91%.

წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 329 პირი, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიხაჭაპურიძე – თუ ხელისუფლება არ ენდობა ჩვენს ექსპერტებს, ვთავაზობთ, რომ ჯგუფების მუშაობაში საკუთარი ექსპერტები ჩართონ – რა ტიპის ექსპერტიზაც გაუხარდებათ, ვინც უნდათ და როგორც უნდათ, ჩვენ ღია ვართ
შემდეგი სტატიასარჯველაძე – კონკრეტული გეგმა გვაქვს, როგორ გვესახება სახალხო დამცველის არჩევა