“ერთადერთი, რაშიც ვეთანხები პრემიერს, პოლიტიკურად პასუხს აგებენ არჩევნებზე”

ერთადერთი, რაშიც ვეთანხები პრემიერს, პოლიტიკურად პასუხს აგებენ არჩევნებზე, ეს არის სრული სიმართლე, დანარჩენი არის უტიფარი ბოდვა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა და პოლიტიკური შეფასება ოქტომბერში იქნება“.

„რაზე იყვნენ ვალდებულები, რომ გავრილოვი ჩამოეყვაათ საქართველოში და პარლამენტის სკამზე დაესვათ?
ვალდებული იყვნენ, არ შემოეშვათ საქართველოში, მაგრამ რატომ იყვნენ ვალდებული, სპეცრაზმი გამოეყვანათ შენობის გარეთ და გაეზარდათ რისკები ინციდენტების გაბრაზებულ მომიტინგეებთან, რა შტურმზეა ლაპარაკი, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რა მოხდა, იყო პატარა ნაწილი გაბრაზებული მომიტინგეების, რომელთა ქმედებებს ჩვენ არ ვამართლებთ, მაგრამ 99 პროცენტი აქციის იყო მთლიანად მშვიდობიანი. სპეცრაზმი რატომ გამოიყვანეს ღობის გარეთ? იმ ღობიდან ვერავინ შევიდოდა იქ და რომც შესულიყო, იქ დაეკავებინათ, ეს არის ისევ უტიფარი ბოდვა. როცა ახალგაზრდებმა თვალი დაკარგეს, კობახიძე გადადგა და მაშინ ვითომ მოინანიეს, როცა ხალხის გაბრაზება დაინახეს, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, რომ ამდენი ხნის შემდეგ, როცა ჰგონით, რომ ეს ბრაზი გაქრა, და მაგრად სცდებიან, ახლა ამ უტიფარ პროპაგანდას აგრძელებენ“,
– განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ 20 ივნისს იქნება მშვიდობიანი აქცია, რომლესაც აქტივისტები გამართავენ და ოპოზიციაც აქტიურად შეუერთდება. ამასთან, პრემიერის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომ 2020 წლის პარლამენტი იქნება ბევრად პროფესიონალური და ეფექტური, ბოკერია აღნიშნავს, რომ შემდეგი პარლამენტი ნამდვილად იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლანდელი, რაგდან ივანიშვილის გუნდი დამარცხდება.

„ის იქნება უმცირესობაში და დემოკრატიულ კოალიციაში ის ძალები, რომლებსაც აქვთ მყარი შეხედულებები სამოქალაქო თავისუფლებაზე, პატარა მთავრობაზე, გადასახადების შემცირებაზე, ხალხისთვის მეტი დოვლათის დატოვებაზე, როგორიც არის „ევროპული საქართველო“ და ჩვენი სხვა მოკავშირეები, ისინი იქნებიან უმრავლესობაში“,- განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“ხდება საბიუჯეტო თანხების ფლანგვა შეთითხნლ საქმეზე “-უგულავა რურუას პატიმრობაში დატოვებაზე
შემდეგი სტატიავოლსკი გაბუნიას საქმეზე-თუ დადასტურდა, ეს არის რეალურად ქვეყანაში არეულობის შემოტანის მცდელობა