ვოლსკი გაბუნიას საქმეზე-თუ დადასტურდა, ეს არის რეალურად ქვეყანაში არეულობის შემოტანის მცდელობა

„თუ დადასტურდა, ეს არის რეალურად ქვეყანაში არეულობის შემოტანის, დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დესტაბილიზაციის მოწყობა რუსეთის ინტერესშია და „ნაციონალური მოძრაობა“ მას ამაში ხელს უწყობს.

„ეს ხომ არ არის გათვლილი, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რაც არ უნდა აგრესიული იყოს და არის, არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, ემუქრება ერთ კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ გაბუნიას და მისი გაქრობა უნდა. თუ დადასტურდა, ეს არის რეალურად ქვეყანაში არეულობის შემოტანის, დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობა. სულ არ აინტერესებს არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“, მას აინტერესებს დესტაბილიზაცია. მეორე საკითხი ისაა, რომ ამ დესტაბილიზაციაში „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო უწყობს ხელს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ერთადერთი, რაშიც ვეთანხები პრემიერს, პოლიტიკურად პასუხს აგებენ არჩევნებზე”
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი სრულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს-მამუკა მდინარაძე