ერთადერთი რასაც სამართალდამცველები არჩევნებთან დაკავშრებით აკეთებენ არის საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც წინასაარჩევნო პროცესში ძალოვანების ჩარევას ეხებოდა. მეზვრიშვილის თქმით სამართალდამცველების მიზანი როგორც წინასაარჩევნო ისე საარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაა.

„მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, თუ ბატონ გედევანს აქვს, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიაწოდოს, იმიტომ რომ ერთადერთი რასაც სამართალდამცველები არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებენ არის საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, ეს გავაკეთეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ასე მოვიქცევით ამ არჩევნებზეც.

ერთადერთი რასაც პოლიცია არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებს, არის ის, რომ იცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დროს, უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს. ასე მოვიქცევით 19 მაისსაც არჩევნებზე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ეს ბრძოლა მარტო ჩემი არაა, მადლობა ყველას“ – მაჩალიკაშვილის ემოციური მიმართვა საზოგადოებას
შემდეგი სტატიალევან ვასაძე ხელისუფლების დამხობას ვერ შეძლებს