„ეს ბრძოლა მარტო ჩემი არაა, მადლობა ყველას“ – მაჩალიკაშვილის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილის სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის:

„ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთზე მძიმეა ჩემთვის 2017 წლის 26 დეკემბრის შემდეგ. ბოლო დღეებში სახელმწიფოს მხრიდან ჩემი ფსიქოლოგიური და მორალური განადგურებისკენ მიმართული ქმედებები კიდე უფრო ართულებს ჩემს მდგომარეობას. მე ვიბრძვი სამართლიანობისთვის და ამ ბრძოლაში მე მარტო არ ვარ, რაც ოდნავ მიმსუბუქებს არსებობას. მხნეობას მმატებს და ბრძოლოს უნარს მიასმაგებს თქვენი მხარდაჭერა.

მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს, ბავშვებს, მოხუცებს.

მადლობას გიხდით თქვენ სამშობლოდან შორს მყოფ ემიგრანტებს, რომ მანძილის მიუხედავად, მაინც ახერხებთ ზუსტად გადმომცეთ ის დადებითი ემოცია და მუხტი, რომელიც მაძლიერებს.

მადლობას გიხდით ყველას, მთელი საქართველოდან, ვინც მირეკავთ, მწერთ ან ქუჩაში მხვდებით და მხარდაჭერას მიცხადებთ. მადლობა იმ ათასობით ადამიანს, ვინც მოდიხართ რუსთაველზე, კარვებში და თანადგომის ხელს მიწვდით.

და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა პანკისის ხეობის მოსახლეობას. მე მყარად ვდგავარ მათი იმედით და ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ ჩემი პანკისელების გვერდში დგომას.

ეს ბრძოლა მარტო ჩემი არაა, ეს ყველა ჩვენგანის ბრძოლაა სიმართლისთვის!

მადლობა ყველას ყველა იმ სიტყვისთვის, რაც გითქვამთ და დაგიწერიათ ჩემს მხარდასაჭერად!“

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთში ცე ჰეპატიტსა და შიდსზე უფასო გამოკვლევები ჩატარდება
შემდეგი სტატიაერთადერთი რასაც სამართალდამცველები არჩევნებთან დაკავშრებით აკეთებენ არის საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა