„ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება ეკუთვნით ადამიანებს“ – ბექა წიქარიშვილი

ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონი – აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორები საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ელოდებიან. მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ რეფორმის შესახებ საკუთარ ხედვებს გაასაჯაროებს, ცნობილი გახდება პროტესტის რა ფორმას მიმართავენ ისინი. სავარაუდოდ დრეს გახდება ცნობილი განახლდება თუ არა აქციები:

„პოლიტიკური სისტემა ხალხის წინააღმდეგ არის მომართული და ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი აწარმოებენ ხალხის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირებას და პრობლემების გადაფარვას ემსახურება. ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ ისევ გავერთიანდეთ, ვკონსოლიდირდეთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ადამიანებს.

ეს არ იქნება მხოლოდ აქციები, ეს იქნება გრძელვადიანი სამუშაო, რომელსაც გავაგრძელებთ კონკრეტული სტრატეგიებით,“-განაცხადა „თეთრი ხმაურის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : ნარკომომხმარებლების მიმართ ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების ამოქმედება აუცილებელია
შემდეგი სტატიაივანიშვილის ხე გზაზე გაიჭედა-რა ხდება სამეგრელოში