ივანიშვილის ხე გზაზე გაიჭედა-რა ხდება სამეგრელოში

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკში სამეგრელოდან კიდევ სამი ხის ტრანსპორტირება მიმდინარეობს. ეს არის დასავლური მარადმწვანე მუხა. თითოეული ხე დაახლოებით 110 ტონას იწონის. მუხა ბიძინა ივანიშვილს გურამ აბსანძემ საჩუქარად გადასცა. ტერიტორია, სადაც მარადმწვანე მუხები დგანან ეკუთვნის ჩაის ფაბრიკას, რომლის მფლობელი არის გურამ აბსანძე. როგორც „თაიმერს“ განუცხადეს, ხეები შემოვლითი გზაზე “გაიჭედა”. ხის გადატანის წარუმატებელმა სამუშაოებმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, საპატრულო პოლიციასა და საავადმყოფოს.

მთელი ღამის განმავლობაში, დილის 10 საათამდე პოლიციისა და საავადმყოფოს შენობებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და ისინი გენერატორის გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ.

 

 

banner
წინა სტატიაში„ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება ეკუთვნით ადამიანებს“ – ბექა წიქარიშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა