ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ, ჩემზე რას გადაწყვეტს პროკურატურა და ხელისუფლება არ მაინტერესებს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა დაცვისა და ბრალდების მხარის შუამდგომლობები მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა და საქმე არსებით განხილვაზე გადასცა.

„ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისჯონ, ჩემზე რას გადაწყვეტს პროკურატურა და ხელისუფლება არ მაინტერესებს. რაც შეეხება სამართალდამცავებთან მომხდარი ინციდენტის ბრალდებას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, რადგან თავად მათი მხრიდან იყო პროვოკაცია მოწყობილი”, – განაცხადა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის საქმეზე არსებითი სხდომა 25 დეკემბერს ჩატარდება. რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტზე გამოძიებას ქვემო ქართლის პროკურატურა აწარმოებს, სასამართლო პროცესი კი რუსთავის საქალაქო სასამართლოში ტარდება.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია შიმშილობას იწყებს -,,ხანდაზმულობის გამო ზვიადის საქმე იხურება”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – სულ უფრო მეტი უფლებამოსილება და რესურსი უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში