ერთად ოლიგარქის წინააღმდეგ – “ნაციონალური მოძრაობა” 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ხელი მოაწერა საარჩევნო ბლოკის შექმნას, რომლის შემადგებლობაშიც შედიან – სახელმწიფო ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია, ჩვენ თვითონ, პროგრესი და თავისუფლება.
როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ესაა გაერთიანება, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.
„ძალიან მნიშვენლოვანი დღე გვაქვს. საზოგაოდებას ეს თვეები აინტერესებდა ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია, არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა. შეემატა ძალა და რესურსი, მათ შორის ინტელექტუალური. გაერთიანება რომელიც 2018 წელს შეიქმნა, 2020 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას” – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე ქუთაისის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიათბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება