ოთარ კახიძე ქუთაისის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე ქუთაისის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

კახიძის განცხადებით, აუდიტის სამსახურის დასკვნაში არაერთ შემაშფოთებელ ფაქტებზეა საუბარი. ერთ-ერთი ფაქტი კი, 2017 წელს სოციალური საცხოვრისის მშენებლობაა, რა დროსაც მერიამ 2,5 მილიონიანი ტენდერი კონკრეტულ პირს მოარგო და შემდეგ კონკურსის გარეშე 1,8 მილიონი ლარი დაუმატა.

ოთარ კახიძის თქმითვე, რეალურად, ორი მილიონი ლარი გაიფლანგა და ამ დრომდე დამნაშავე არაა გამოვლენილი.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი, თუმცა გენერალური პროკურატურა ამ დრომდე არ რეაგირებს.

ოთარ კახიძემ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურატურას საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდეს.

banner
წინა სტატიაშიდღეს დადასტურებული 170 შემთხვევიდან 124 აჭარას, 13 – ქუთაისს, 20 კი თბილისს უკავშირდება – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა
შემდეგი სტატიაერთად ოლიგარქის წინააღმდეგ – “ნაციონალური მოძრაობა” 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის