“ერთად ერთის წინააღმდეგ” – “გავრილოვის ღამიდან” ზუსტად 3 თვის თავზე რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

„გავრილოვის ღამიდან“ სამი თვის თავზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. როგორც აქციის ორგანიზატორთა მიმართვაშია ნათქვამი, იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებას შეცდომები ეღიარებინა და „გავრილოვის ღამეზე“ პასუხისმგებლობ აეღო, ციხეში დამნაშავეების ნაცვლად აქციის 19 მონაწილე ზის, მომიტინგეების დარბევაზე პასუხისმგებელი შს მინისტრი გახარია კი პრემიერის პოსტს იკავებს.

„20 სექტემბერს, გავრილოვის ღამიდან ზუსტად სამი თვის თავზე, ჩვენ ისევ მოვალთ პარლამენტის წინ, რაგდან ჩვენ არ დავღლილვართ, არ გვეშინია და არ ვჩუმდებით.

20 სექტემბერს, გამოვალთ ერთად ერთის წინააღმდეგ და გეტყვით:

რომ არ გვინდა კოლაბორაციონისტი მთავრობა!

რომ არ გვინდა ერთი ადამიანის მორჩილება!

რომ არ გვინდა დამნაშავე მინისტრი პრემიერმინისტრად!

რომ არ გვინდა ფული ვუხადოთ პარლამენტარებს, რომლებიც ხალხს არ უსმენენ!

რომ არ გვინდა შევეგოთ ოკუპაციას!

რომ არ გვინდა მოძალადე სისტემა!

და კიდევ ერთხელ ვიტყვით:

რომ გვინდა დასავლური ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და უარს ვამბობთ რუსულ გავლენაზე!

რომ გვინდა კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო სისტემა!

რომ გვინდა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა!

რომ გვინდა, დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა!

და ჩვენ გვაქვს ჩვენი გენგეგმა!

თქვენ არ შეისმინეთ ჩვენი მოთხოვნა და არ შეელიეთ გახარიას. ამიტომ, ჩვენ შეგელევით თქვენ ყველას, 2020 წლის მშვიდობიან, პროპორციულ არჩევნებზე! და ამის შესახებ შეგატყობინებთ პარასკევს, 20 სექტემბერს, 19:00 საათზე“- აღნიშნულია მიმართვა ში.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნების პორნოგრაფია – დაკავებული 11 პირიდან 10-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
შემდეგი სტატია“ფორსაჟის” გადაღების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება