არასრულწლოვნების პორნოგრაფია – დაკავებული 11 პირიდან 10-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს 3 პირს– ამერიკის მოქალაქეს, ასევე ორ მშობელს. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს, მათგან რამდენიმე ბავშვების მშობლები და ნათესავები არიან.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ
შემდეგი სტატია“ერთად ერთის წინააღმდეგ” – “გავრილოვის ღამიდან” ზუსტად 3 თვის თავზე რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება