,,ერთ-ერთმა პირმა სახეზე მოუჭირა და ადგილი ჰქონდა გარკვეულ ზეწოლებს” –

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი ბრალდებულის დაკავების დროს მომხდარ პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ როდესაც დეკანოზი დააკავეს, დაკავების ადგილზე არ შემდგარა შესაბამისი ოქმი, რაც კანონის დარღვევაა.

”კანონი პირდაპირ ითხოვს, რომ უნდა შედგეს დაკავების ოქმი, თუ არ არის გარკვეული მიზეზები, რის გამოც არ ხდება დაკავების ადგილზე ოქმის შედგენა და ეს უნდა იყოს მითითებული. აღნიშნული მიზეზი და ფაქტობრივი გარემოებები მითითებული არ არის და წერია მხოლოდ ზოგადი ფრაზა – გარკვეული პირობების არარსებობის გამო, არაა მითითებული რა პირობები არ არსებობდა, რის გამოც არ შედგა დაკავების ადგილზე დაკავების ოქმი. მამა გიორგის დაკავება კი არ მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მისი მოტაცება”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი ასევე დაკავებისას გარკვეული სახის ზეწოლაზე საუბრობს.
”მამა გიორგიზე განხორციელდა ფიზიკური შეხებაც კი. ერთ-ერთმა პირმა სახეზე მოუჭირა და ადგილი ჰქონდა გარკვეულ ზეწოლებს”, – განაცხადა რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„მედიაპლურალიზმის ძლიერი მხარდამჭერი ვარ“ – იან კელი
შემდეგი სტატიაპროკურატურამ საპატრიარქოდან დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო