ეროვნული მუზეუმი: გრემის ტაძარში მეფე ლევან ბაგრატიონის აკლდამა იპოვეს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექპსედიციამ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამას მიაკვლია.

მუზეუმის ინფორმაციით, ლევან ბაგრატიონმა კახეთის სამეფოში 54 წელი (1518-1574 წწ) იმეფა. ისტორიული წყაროებისა და გადმოცემების მიხედვით, ის ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო.

საბოლოო იდენტიფიცირებისთვის ნეშტის ფრაგმენტებსა და აკლდამიდან აღებული სხვა ნიმუშებზე კვლევა ჩატარდება.

banner
წინა სტატიაში“იმბეცილი ხარ”- წალკის მერიის FB გვერდით მოქალაქეს მიმართეს და კორექტულობა მოსთხოვეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინადადებები გაიზიარეს