“იმბეცილი ხარ”- წალკის მერიის FB გვერდით მოქალაქეს მიმართეს და კორექტულობა მოსთხოვეს

მოქალაქეს, რომელმაც წალკის მერია საბავშვო კონცერტში გახარჯულ თანხის გამო გააკრიტიკა, წალკის მუნიციპალიტეტის ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდით “იმბეცილი” უწოდეს.

კონსტანტინე გაბულდანმა “მთავარი არხის” სიუჟეტი გააზიარა და დაწერა, რომ მძიმე ყოფითი პრობლემების ფონზე, კონცერტში 15 000 ლარის დახარჯვა ალოგიკურია.

“ახალგაზრდავ, იმბეცილი ხარ თავიდან ბოლომდე, კორექტულობა გმართებს, თუ არ გასწავლეს ზრდილობა?  არადა ვიცი, რომ სვანები მითუმეტესგაბულდანები ძალიან კარგი და ზრდილობიანები არიან, ასე რომ შენზე უფროსი ხალხი ასე არ უნდა ლანძღო, ბოდიში”– ასე გამოეხმაურა მუნიციპალიტეტი მოქალაქის კრიტიკას.

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდით დაწერილი კომენტარები წაშლილია, თუმცა სქრინებს რეგიონული მედია ავრცელებს.

 

banner
წინა სტატიაში“პრობლემა ის კი არ არის, შალვა ნათელაშვილი რომ რაღაცებს ლაპარაკობს, პრობლემა ნათელაშვილის დონის ტყუილებია”
შემდეგი სტატიაეროვნული მუზეუმი: გრემის ტაძარში მეფე ლევან ბაგრატიონის აკლდამა იპოვეს