ეროვნული მუზეუმი არ განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას – ეროვნული მუზეუმი

ეროვნული მუზეუმი ნიკოლოზ წიქარიძის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს. მუზეუმის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „არ განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას”.

“სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში ნიკოლოზ წიქარიძის სამსახურიდან გათავისუფლება არ შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს, შესაბამისად, ეროვნულ მუზეუმს არ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.

ნიკოლოზ წიქარიძის სარჩელი დაკმაყოფილდა განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, მუზეუმს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა განაცდურის სახით ყოველთვიურად 900 ლარის გადახდა, 2022 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ასევე აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპესაცია 2000 ლარის ოდენობით.

სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმი მიესალმება სასამართლო გადაწყვეტილებას სამსახურში აღდგენაზე უარისა და დისკრიმინაციის არარსებობის ნაწილში, აცხადებს, რომ არ განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას და კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო დავის გაგრძელების თაობაზე,” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში2 წლის წინ 240 ბავშვი დადიოდა სპორტზე, დღეს – 643” – როგორ გაზარდა წალენჯიხამ სპორტით დაინტერესება თითქმის სამჯერ?
შემდეგი სტატიარამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა