რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა

ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში ცალკეულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.

“სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ, ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოწვეულ ექსპერტთან და ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი 9 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება შეამოწმეს, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გაანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, შეისწავლეს უფლებამოსილი უწყებებიდან გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაცია.

მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები გამოავლინა.

პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ანგარიში უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული პირებისათვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნული მუზეუმი არ განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას – ეროვნული მუზეუმი
შემდეგი სტატიაზუსტად შვიდი წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში – პაპუაშვილი