ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი.

ოქრიაშვილის განცხადებით, საუბარი მიმდინარეობს 2017 წლის ბიუჯეტზე, მომავალი წლის ბიუჯეტსა და ლარის კურსზე.

“27 ნოემბერს იქნება მოსმენა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბანკის”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გეგჭკორი: ვადასტურებ რომ ასე იყო
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ხელისუფლებას ომბუდსმენზე თავდასხმებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს