გიორგი გეგჭკორი: ვადასტურებ რომ ასე იყო

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი გიორგი გეგეჭკორი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ გურამ შარაძის მკვლელობა ნამდვილად გიორგი ბარათელმა ჩაიდინა და მკვლელობის დეტალებს იხსენებს.

“ვადასტურებ რომ ასე იყო. პატრულის ბიჭები გაეკიდნენ ეგრევე და იმათ ესროდა, თუმცა მაინც დაიჭირეს…დაკითხვაზეც იძახდა, რაღაც დამიშავა და შური ვიძიეო, თუმცა მთლად ნორმალურის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა…” – წერს გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ გურამ შარაძის მკვლელობისთვის დაკავებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დღეს დატოვა. 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბარათელი ამბობს, რომ დანაშაული მან ჩაიდინა და ამის შესახებ სასამართლო და გამოძიებაც ინფორმირებულია. სასჯელაღსრულების დასეწებულებიდან გამოსვლის შემდეგ ბარათელმა განაცხადა, რომ არ იცის, რის საფუძველზე აკეთებენ აკადემიკოს შარაძის ოჯახის წევრები განცხადებებს, რომ თითქოს იგი უდანაშაულოა. აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე კი აპირებს უახლოეს მომავალში დადოს იმისი მტკიცებულება, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამისის მკვლელი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, უჩა ნანუაშვილი პოლიტიკური აქტივობისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ