ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ხელოვნება გვაერთიანებს“ გაიმართა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ხელოვნება გვაერთიანებს“ გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილე – დავით გვაძაბიამ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

 

banner
წინა სტატიაშითიბისის სათაო ოფისის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა
შემდეგი სტატიანიკა მელია მხარდამჭერებს საპატიმროს ფანჯრიდან მიესალმა