ნიკა მელია მხარდამჭერებს საპატიმროს ფანჯრიდან მიესალმა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ.

აქტივისტებმა თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ავტომანქანის საყვირებით ნიკა მელიას პატიმრობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და ადგილზე სტიკერები დააკრეს.

აქტივისტებმა, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებამდე ავტოკოლონებით გაემართნენ, აქცია სწორედ საპყრობილესთან განაგრძეს.

ნიკა მელია მხარდამჭერებს საპატიმროს ფანჯრიდან მიესალმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ხელოვნება გვაერთიანებს“ გაიმართა
შემდეგი სტატიათიბისი დაზღვევა მხარდაჭერას უცხადებს COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას