ერგნეთში შეხვედრა იმართება

საქართველოში ეუთო-ს მისიის ორგანიზებით, ერგნეთში შეხვედრა იმართება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში რუსული მხარის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შეხვედრას ტექნიკურად ორგანიზებას უწევს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, თუმცა, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მედიას განუცხადეს, უშუალოდ შეხვედრაში თავად არ მონაწილეობენ.

ამასთან, არ კონკრეტდება, რა საკითხებზე მსჯელობენ შეხვედრაზე, თუმცა არსებული ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა, უკავშირდებოდეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოსური მხარის მიერ დაკარგულებად გამოცხადებული სამი პირის, ალან ხუგაევის, ალან ხაჩიროვისა და სოლტან პლიევის საკითხს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სახალხო დამცველი -მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს
შემდეგი სტატიასააკაშვილთან შესახვედრად რუსთავში ჩასულ ლიზა იასკო ციხეში არ უშვებენ