უკრაინის სახალხო დამცველი -მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს

უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფისა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მონახულების ნებართვის თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ დენისოვა „ფეისბუქში“ წერს, სადაც ქართველ დეპუტატებთან, ლევან ბეჟაშვილს და თამარ კორძაიასთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მისი თქმით, შეხვედრაზე გამოთქვა შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რასაც ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი.

„ქართველ პარლამენტარებს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიიღოს ზომები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. ვესაუბრე მომავალ თვეში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების გეგმების შესახებ. შესაბამისი ნებართვის თხოვნით საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც მივმართე,“ – წერს დენისოვა.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი: სრული შეცდომაა, რომ “ომიკრონი” სიკვდილიანობას არ იწვევს
შემდეგი სტატიაერგნეთში შეხვედრა იმართება