ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას უკავშირდება.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე : მოზარდის გარდაცვალების საქმეში ვინმესთვის ხელის დაფარების მცდელობა არაადამიანობა იქნება
შემდეგი სტატია15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო კონტროლს განახორციელებს