ერდოღანმა ნიდერლანდების მთავრობის წევრებს “ფაშისტები” უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნიდერლანდების მთავრობაში “ნაცისტებისა და ფაშისტების ნარჩენები” არიან, იმის გამო, რომ მათ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავს უფლება არ მისცეს ქვეყანაში დაშვებულიყო.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ ერდორანის განცხადებას “დაუბალანსებელი” უწოდა. “ცხადია, ეს სრულიად გიჟური შენიშვნაა” – თქვა რიუტემ.
თურქეთმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიდერლანდების ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა.
ჩავუშოღლუ დღეს როტერდამში თურქული საზოგადოების მიტინგს უნდა დასწრებოდა, სადაც ის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სიტყვით უნდა გამოსულიყო.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ აფრიკაში გატაცებული ერთი თვის გოგონა უვნებელი იპოვეს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის ექს-მრჩეველს ჰაკერ Guccifer 2.0-თან მიმოწერა ჰქონდა