სამხრეთ აფრიკაში გატაცებული ერთი თვის გოგონა უვნებელი იპოვეს

ერთი თვის ბავშვი, რომელიც გატაცებულ ავტომანქანაში შემთხვევით აღმოჩნდა, ცოცხალი და ჯანმრთელი იპოვეს. პოლიციელებმა პატარა სივაფირე მბამბო წუხელ იპოვეს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამართალდამცველები ავრცელებენ, რომ ავტომანქანა ორმა შეიარაღებულმა პირმა გაიტაცა. ორივე დაკავებულია. ზოგიერთი ინფორმაციით, ასევე, დაკავებულია, ბავშვის დედა. მან განაცხადა, რომ თავდასხმისას მანქანიდან 8 წლის შვილის გამოყვანა შეძლო, მაგრამ ჩვილი მანქანაში დარჩა.
გატაცემული “ტოიოტა” პარასკევს დილით იპოვეს, მაგრამ მასში არც ბავშვი იყო და არც მისი სავარძელი. პოლიციის წარმომადგენლების თქმით, გამტაცებლებზე გასვლა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლეს. ერთი თვის ბავშვის გატაცებამ ქვეყანა შოკში ჩააგდო, სოციალურ ქსელში მის საპოვნელად დიდი კამპანია დაიწყო. ძებნაში 100-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მანქანის გატაცება ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. გასულ წელს, ყოველდღიურად 40 მანქანას იტაცებდნენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატების სახელებს ეტაპობრივად ასახელებს
შემდეგი სტატიაერდოღანმა ნიდერლანდების მთავრობის წევრებს “ფაშისტები” უწოდა