ერდოღანმა აშშ ტერორისტების მხარდამჭერად გამოაცხადა

თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღან აშშ ტერორისტული ორგანიზაციების მზარდაჭერაში დაადანაშაულა.
ანკარაში მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა პირდაპირ მიანიშნა, რომ სირიაში და ერაყში მოქმედი ტერორიტული ორგანიზაციების უკან აშშ დგას.
,,ISIS-ი ვინც შექმნა, მან შექმნა ,,სირიის თავდაცვის ძალები,, (ასადის ოპოზიციური ქურთების შეიარაღებული ძალები ,,SDF,,), ვინც მხარი დაუჭირა ,,ქურთების მუშათა პარტიას,, (PKK), მათ დაუჭირეს მხარი, ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ რეგიონს რეფერენდუმის ჩასატარებლად. ასევე არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ფეთულაჰ გიულენის ტერორისტული ორგანიზაციასაც (FETÖ) სწორედ ისინი იფარავენ… ISIS-ს და SDF-ის რაქაში ერთად დგომის წინააღმდეგ დუმან. ნურავინ შეეცდება, რომ სირიის კონფლიქტი თურქეთის წინააღმდეგ გამოიყენოს,, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ,,სირიის თავდაცვის ძალები,, და ერაყის ქურთისთანის შეიარაღებული ფორმირება ,,ფეშმერგა,, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზონაში აშშ-ს ყველაზე ერთგული პარტნიორები არიან… ასევე აშშ-ს პრენსილვანიის შტატში ცხოვრობს და თავს აფარებს, ერდოღანის მთავარი მტერი და თურქეთის ხელისუფლების მიერ ,,ტერორისტული ბანდის მეთაურად,, გამოცხადებული ფეთულაჰ გიულენი.

banner
წინა სტატიაშიგალში შოტლანდიის ხელისუფლების ქმედება გააპროტესტეს
შემდეგი სტატიათამაზ შავშიშვილს და კიდევ 8 ქართველს, კევის აეროპორტში მალავენ