გალში შოტლანდიის ხელისუფლების ქმედება გააპროტესტეს

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 17 ნოემბერს გალის მოსახლეობა აიძულა შოტლანდიის ხელისუფლების მოქმედება გაეპროტესტებინა, რომელიც სეპარატისტთა აზრით, ბრიტანულმა ქვეყანამ საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის გავლენით განახორციელა.
საქმე ეხება ერთ პატარა ქვას, რომელიც შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკის ერთ-ერთ სკვერზე იყო დამონტაჟებული და როგორც სეპარატისტები აცხადებენ, ,,აფხაზეთ-საქართველოს კონფლიქტში დაღუპულ აფხაზი მეომრების ხსოვნას,, ეძღვნებოდა. როგორც აფხაზური მედია იუწყება, კილმარნოკის ხელისუფლებამ ამ ქვის დემონტაჟი მოახდინა. ამ საქმეში, სეპარატისტების აზრით ბრიტანეთში ქართველი ელჩის ხელი ერია, რამაც აფხაზები იმ დონემდე გაანაწყენა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას, აფხაზეთის კონფლიქტის მხარედ ცნობას და სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ქართული მხარის იძულებას მოითხოვენ.
სეპარატისთა ე.წ. სამოქალაქო სექტორმა, საქართველოს ქმედებები ,,აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების უპატივმცებლობად და აფხაზურ-ქართული კონფლიქტის დავიწყების მცდელობად,, შეაფასა… ხელისუფლებამ კი – რეგიონის ქართული მოსახლეობისაგან საპროტესტო აქციაზე გამოსვლა მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ გალის მოსახლეობას, რომელიც მიტინგში მონაწილეობაზე აიძულეს, აქციაზე რუსულთან ერთად, ქართულენოვანი პლაკატების გამოტანაც ჰქონდათ დავალებული.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ხელისუფლებას ომბუდსმენზე თავდასხმებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაერდოღანმა აშშ ტერორისტების მხარდამჭერად გამოაცხადა