ერდოღანი: რუსეთი კონფლიქტის ერთ-ერთი მხარეა

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თუკი რომელიმე ქვეყანა მონაწილეობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, ეს რუსეთია – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა – Reuters-ი წერს.
თურქეთის ლიდერის თქმით, მოსკოვმა განაცხადა, რომ ანკარა აზერბაიჯანს უჭერს მხარს. ერდორანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა კრიზისის ესკალაციისთვის ყველაფერი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი ამას დადებითად აღიქვამს.

“რუსეთი აღნიშნავს, რომ თურქეთს აზერბაიჯანის და სომხეთის კონფლიქტში გარკვეული პოზიცია უჭირავს. თუკი ვინმეს უჭირავს რაიმე პოზიცია, ეს თვითონ რუსეთია. რუსეთმა დაიკავა ცალმხრივი პოზიცია საქართველოში, სომხეთში, სირიასა და უკრაინაში. ჩვენი პოზიცია სრულიად მშვენიერია. ჩვენ აზერბაიჯანთან ძმური და ნათესაური კავშირები გვაკავშირებს, ასევე ბალკანეთთან და ყირიმთან, და მათი ნებისმიერი ტკივილი ჩვენში ცრემლებს იწვევს. ჩვენ მათ ჩვენგან ვერ ვანსხვავებთ. ჩვენ ჩვენი ისტორიით, სინდისით, წინაპრებით და გონებით განსაზღვრულ გზას მივყვებით ” – განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ ოსეთის პარლამენტი აფხაზეთის, ლუგანსკის და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ხელშეკრულებას გააფორმებს
შემდეგი სტატიაკრემლმა ობამას ევროპაში სამხედრო ინვესტიციებზე კომენტარი გააკეთა