კრემლმა ობამას ევროპაში სამხედრო ინვესტიციებზე კომენტარი გააკეთა

პესკოვი: თეთრი სახლის მიერ პუტინის კორუფციაში დადანაშაულება შეურაცხმყოფელია

პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა “ხორცხშესხმული კონფრონტაცია” უწოდა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას დღევანდელ განცხადებას, რომელიც რუსული აგრესიისაგან დაცვის მიზნით ევროპაში სამხედრო ინვესტირების გაზრდაზე საუბრობდა.
პესკოვის თქმით, კრემლი წუხილს გამოთქქვამს ობამას აღნიშნული განცხადების გამო.
“ჩვენ მსგავს კონფრონტაციულ მიდგომებს არ ვიზიარებთ, წუხილს გამოვთქვამთ ასეთი ხედვის გამო, რომელიც ხორცხშესხმული კონფრონტაციაა. ცხადია, ჩვენ განსაკუთრებულ წუხილს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ევროპული სახელმწიფოები ოკეანესმიღმელი სახელმწიფოს კონფრონტაციულ განწყობას იზიარებენ” – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ევროპაში სამხედრო განვითარება აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთს წინ აღუდგნენ.
“ჩვენ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების ინვესტირებას ვახდენთ, რომელიც აგრესიის შესაჩერებლად და ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების დასაცავად არის აუცილებელი” – განაცხადა ბარაკ ობამამ თავდაცვის მინისტრ ეშტონ კარტერთან თეთრ სახლში შეხვედრისას.

“ეს ევროპაში ჩვენი გეგმების გაფართოვებას გულისხმობს იმისათვის, რომ ნატოში ჩვენს მოკავშირეები რუსეთის აგრესიისგან დავიცვათ” – დაამატა ამერიკის ლიდერმა.

30 მარტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილილ ჰემონდმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოსთვის საშიშროებას წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: რუსეთი კონფლიქტის ერთ-ერთი მხარეა
შემდეგი სტატიადაუწესდება თუ არა ტაქსებს გადასახადი- თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს