ერდოღანი კიევში ჩადის

თურქული მედიის ცნობით, თურქეთ-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მეექვსე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, 9 ოქტომბერს უკრაინას ეწვევა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.


ამავე ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს თავის უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროსმანთან და პარლამენტის თავჯდომარე ანდრეი პარუბისთან, სადაც განიხილავენ როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებსაც, მათ შორის ყირიმის პრობლემასაც.
სტრატეგიული საბჭოს დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას.
ერდოღანი კიევში შეხვდება ასევე უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებსაც, იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური.

banner
წინა სტატიაშიორი ჩინური გემი ერთმანეთს შეეჯახა
შემდეგი სტატიაკატალონიის მეთაურმა ევროკავშირს ფარისეველი უწოდა