ორი ჩინური გემი ერთმანეთს შეეჯახა

ჩინეთის სახელმწიფოს კუთვნილი თევზსაჭერი გემი და ტანკერი, ოკად წოდებული კუნძულების ჩრდილოეთით, საერთაშორისო წყლებში, შეეჯახნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც 12 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
„Global Times“-ის ინფორმაციით, იაპონიის დასავლეთში მდებარე ოკას კუნძულების 400 კმ ჩრდილოეთით, საერთაშორისო წყლებში ერთმანეთს შეეჯახა 290 ტონა სიმძიმის და 16 ეკიპაჟის წევრის მქონე თევზსაჭერი გემი და 63 ათას 294 ტონიანი „Blight Oil Lucky“ სახელწოდების ტანკერი. კატასტროფის შედეგად ჩაიძირა თევზსაჭერი გემი, რომლის ეკიპაჟის 16 წევრიდან – 12-ს ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.
კატასტროფის შემდეგ, ჩინეთის სასაზღვრო დაცვის ძალებმა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის, დახმარება სთხოვეს იაპონიას, რომელმაც შემთხვევის ადგილზე სამი სამაშველო გემი გააგზავნა .

banner
წინა სტატიაშიბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა თურქეთს დახმარება სთხოვა
შემდეგი სტატიაერდოღანი კიევში ჩადის