კატალონიის მეთაურმა ევროკავშირს ფარისეველი უწოდა

კატალონიის ადგილობრივი მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფარისევლური დამოკიდებულება თურქეთის მაგალითით ახსნა.


კარლეს პუჩდემონმა, 1 ოქტომბერს ჩატარებული არაკანონიერი რეფერენდუმით წარმოქმნილი კატალონიის კრიზისი გერმანულ გაზეთთან Bild-თან მიცემულ ინტერვიუში შეაფასა. „ჩემთვის განმაცვიფრებელი ის გახლდათ, რომ ევროკავშირის (ესპანეთის) პოლიციის მხრიდან რეფერენდუმის დროს გამოყენებულ ძალადობას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამით ევროპელი ხალხის უფლებები შეილახა. მსგავსი სიტუაცია, თურქეთში, პოლონეთში ან კიდევ უნგრეთში რომ მომხდარიყო ევროკავშირის კრიტიკა სულ სხვა ტონით იქნებოდა“,- განაცხადა პუჩდემონიმ. მეორეს მხრივ მან კატალონიის ოფიციალურ სამაუწყებლო ტელეარხ TV3-ით გაკეთებულ მიმართვაში, ესპანეთის მეფე, ფელიპე VI-ე მილიონობით კატალონიელის იგნორირებაში დაადანაშაულა.
პუჩდემონმა, კატალონიის კრიზისის მოსაგვარებლად, კიდევ ერთხელ საერთაშორისო შუამავლობაზე მიუთითა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი კიევში ჩადის
შემდეგი სტატიაISIS-ი ერაყში უკანასკნელ ტერიტორიებს კარგავს