თურქეთი ქურთისტანის მუდმივ ზეწოლაზე გადადის

თურქეთის ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ეხმაურება 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში ჩატარებულ რეფერენდუმს და მუდმივად მუქარებს უთვლის ავტონომიური რეგიონის ხელისუფლებას.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajansı-ს სარედაქციო კოლეგიის კითხვებს უპასუხა და ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის მმართველებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გააუქმონ ერაყის კონსტიტუციის საწინააღმდეგო რეფერენდუმი და მისი შედეგები.
ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა ამიერიდან მხოლოდ ბაღდადთან კოორდინაციით გადადგამს ნაბიჯებს და ერბილთან კავშირებს კი გაწყვეტს. ,,ეს სიტუაცია მანამდე გაგრძელდება, სანამ ქურთული ავტონომია არ შეაჩერებს რეფერენდუმის პროცესს და სანამ ნორმალურ ურთიერთობას არ აღადგენს ერაყის ცენტრალურ მთავრობასთან,, აცხადებს ჩავუშოღლუ.
თურქი მინისტრი ერბილისგან ასევე ითხოვს, რომ ირანთან და თურქეთთან მოქმედი სასაზღვრო გამშვები პუნქტების კონტროლი ერაყის მთავრობას გადააბარონ… ,,ამიერიდან ქურთულ ავტონომიასთან ყველანაირი ურთიერთობები და თანამშრომლობა მხოლოდ ერაყის ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების უსაფრთხოების ფარგლებში მოხდებ,, განაცხადა ჩავუშოღლუმ რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ თუ ერბილი დამოუკიდებლობაზე უარს იტყვის, ამ რეგიონთან თურქეთი უწინდელივით კარგ ურთიერთობებს აღადგენს.
თურქი დიპლომატის თქმით, ანკარა ანტიტერორისტულ ბრძოლას ქურთული ტერორისტული ორგანიზაციების, PKK-ს და SDF-ს მთლიან განადგურებამდის გააგრძელებს და არ დაუშვებს სირიის ჩრდილოეთში ახალი ქურთული კანტონის შექმნას.

banner
წინა სტატიაში,,ბიბლიური პანიკა,, ლონდონში
შემდეგი სტატიაერაყის ექს-პრეზიდენტი  გერმანიაში გარდაიცვალა