ერაყის არმია მოსულში შევიდა

“ალ-ჯაზირას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 17 ოქტომბერს დაწყებული მოსულის განთავისუფლების ოპერაციის შემდეგ, ერაყის არმია პირველად შევიდა ქალაქ მოსულში. გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის არმია მოსულის ჩედილოეთის მხარეს მდებარე კვარტალებში შევიდა და ეს-საადისა და ბაუიზას უბნებზე კონტროლი დაამყარა. იმავე დროს, ერაყის ავიაციამ ქალაქში არსებული ,,ისლამური სახელმწიფოს,, რამდენიმე იარაღის საწყობი ააფეთქა.

ქალაქის სამხრეთით კი, მოსულის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, წინ მიიწევენ ერაყის ფედერალური პოლიციის ნაწილები. მიუხედავად მოსულში ერაყული ნაწილების შესვლისა, ოპერაციაში მონაწილე ერაყის ქურთუისტანის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ “ბრძოლა მოსულისათვის ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ, იქნება ხანგრძლივი არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური და იდეოლოგიური თვალსაზრისითაც”.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კოალიციამ ISIS-ს დედაქალაქ რაკკას აღების ოპერაცია დაიწყო
შემდეგი სტატია„ბავშვობაში ზოგჯერ „თათარს“ მეძახდნენ, რის გამოც ვბრაზდებოდი!“