აშშ-ს კოალიციამ ISIS-ს დედაქალაქ რაკკას აღების ოპერაცია დაიწყო

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის დემოკრატიული ძალების დაჯგუფებებთან ერთად ,,ისლამური სახელმწიფოს,, დედაქალაქად გამოცხადებული სირიული ქალაქ რაკკას აღების ოპერაცია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის დემოკრატიული ძალები, რომელთა მთავარი დამრტყმელი ძალა სირიელ ქურთთა სახალხო თავდაცვის ძალები YPG – გახლავთ, უკვე რაკკას ალყით არიან დაკავებული. აღსანიშნავია, რომ თურქეთი, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყანაა, აშშ-ს და კოალიციას სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა ქურთული შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე სირიაში მიმდინარე ოპერაციებში, რადგან მათ თურქეთში მოქმედი ქურთების მუშათა პარტიის, PKK-ს დაჯგუფებასთან ერთად ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს. თუმცა ამის მიუხედავად აშშ-ს კოალიცია სწორედ მათთან ერთად გეგმავს რაკკას აღებას.

banner
წინა სტატიაშირუსები ჩერნოგორიაში პრემიერის მოკვლას და გადატრიალებას გეგმავდნენ
შემდეგი სტატიაერაყის არმია მოსულში შევიდა