ექვსი  ჭადრის  და ერთი ცაცხვის მრავალსაუკუნოვანი ხე უკვე შეაცურეს მდინარე ხობისწყალში (ვიდეო)

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ქარიატიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკისთვის ხეების გატანა მიმდინარეობს.

ექვსი  ჭადრის  და ერთი ცაცხვის მრავალსაუკუნოვანი ხე უკვე შეაცურეს მდინარე ხობისწყალში,საიდანაც ყულევიდან მოხდება ზღვით გატანა.

ამასთან, გრძელდება სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირების მოწყობის პროცესი. როგორც სამუშაოებზე დაკავებული ერთ-ერთი ინჟინერი აცხადებს, ჯებირების მოწყობის პროექტი „ინფრასტრუქტურულია და მისი შეჩერება ვერ მოხდება“. ასევე,სოფელში ყოფილი პრემიერის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად გამზადებულია 150 წლის ცაცხვის ხე,რომლის ამოთხრის სამუშაოები ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

https://youtu.be/QehzE5_DwSM

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში ქუთაისის აგრარული ბაზარი
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მოქალაქეებმა უნდა შეინარჩუნონ ამ მძიმე პერიოდში გამომუშავებული ყველა უნარ-ჩვევა