ექსპერტთა ჯგუფი გლდანის ციხეში შესვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს

სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შესვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ექსპერტები დადებენ დასკვნას, რამდენად აკმაყოფილებს გლდანის ციხის საავადმყოფო მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვის საჭირო მოთხოვნებს.

“უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ შესვლას, ზუსტ დროს გაცნობებთ ცოტა ხნით ადრე ვიზიტამდე, იმიტომ რომ წინასწარ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ არ დავაანონსოთ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტი. […] თუ ყველა მოთხოვნას რაც სჭირდება პაციენტის მკურნალობას ეს დაწესებულება დააკმაყოფილებს, იქნება შესაბამისი დასკვნა, თუ იქნება განსხვავებული მოსაზრება ამასაც დამოუკიდებლა იტყვის აღნიშნული კონსილიუმი”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – სააკაშვილმა უკრაინის სამართალდამცველებს თმებით რომ ათრევინა თავი, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი: რიგის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის მიმართ