სტოლტენბერგი: რიგის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის მიმართ

ჩვენ უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთად შევხვდებით, ეს იქნება ალიანსისთვის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობა ნატო-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსა და უკრაინასთან. მჭიდრო პარტნიორები ვართ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას და პატივს ვცემთ ფაქტს, რომ ერთად ვმუშაობთ აქტიურად შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვის, არამედ კარგია ნატო-ს მოკავშირეებისთვისაც, რადგან შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ, ნატო-ს წევრები უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, შესაძლებლობების გაძლიერების, წვრთნების მხრივ ორივე ქვეყნისთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის და როდესაც შევხვდებით მომავალ სამიტზე, ასევე, თვის ბოლოს რიგის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ორივე ახლო პარტნიორის მიმართ. ჩვენ უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთად შევხვდებით, ეს რა თქმა უნდა იქნება ალიანსისთვის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც ნატო-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და რომლის ქვეყნებთან თანამშრომლობა ნატო-სთვის მაღალი ღირებულებისაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტთა ჯგუფი გლდანის ციხეში შესვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს
შემდეგი სტატიასააკაშვილის მიმართვა მოშიმშილეებს: ეს იმეორებს მსოფლიოს ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია